ქვიშხეთთან ტრაგიკულად დაღუპულ ბაქარ ბანძელაძესა მის შვილებს დღეს დაკრძალავენ.
ბანძელაძეების ოჯახის 4 წევრს დღეს 14:00 საათზე გამოსვენებენ და სავარაუდოდ ნიკეას სასაფლაოზე დაკრძალავენ.
30 იანვარია ანდრეა და ალექსი ბანძელაძეების სკოლაში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
26 იანვარს ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.
ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანამდე.
გარდაცვლილები არიან – 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი – ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის მარიანა ქორიძე ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.
ბაქარ ბანძელაძე წლების მანძილზე საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. წყვილი ბაკურიანში ქალიშვილის იუბილის აღსანიშნად წავიდა. საზარელი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ბანძელაძეები იქიდან ბრუნდებოდნენ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.