LIVE TV
კვირა, დეკემბერი 7, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი 9 ლოკაციაზე ფიქსირდება

დაპოსტა 2021/01/07-ში
80
ნახვა
გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ტყის და მინდვრის ხანძარი ამ დროისთვის 9 ლოკაციაზე ფიქსირდება.

„რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს.

მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ხუთივე კერაზე იწვის ტყის ქვედა საფარი, ტყის მასივს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

მეხანძრე-მაშველები სალოკალიზაციო სამუშაოებს აგრძელებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში. ტყის ქვედა საფარი და ეკალბარდი იწვის – ჯვარაში, სოფელ მუჟავაში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და ჩხოროწყუში, სოფელ ნაფიჩხავოში. ამ დროისთვის ძლიერი დაკვამლიანება, მხოლოდ სქურის კერაზე შეინიშნება, რაც გამოწვეულია ფოთლის წვით, სიტუაცია კონტროლს ექვდებარება. დანარჩენ ორ კერაზე, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი წერტილი.

ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა არ არის შიდა ქართლში, თუმცა მზადყოფნაშია და საჭირების შემთხვევაში სამუშაოებში ჩაერთვება. კასპში, რკონის ხეობაში, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებით არის. კერებთან ახლოს მიყვანილია სახანძრო ტექნიკა და მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ სალოკალიზაციო სამუშაოებს.

4 იანვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაფიქსირდა შეტყობინება, მინდვრის და ტყის 257 ხანძრის კერის შესახებ, მათგან 248 ლიკვიდირებულია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

„დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია

დეკემბერი 6, 2025
91
მთავარი

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი კონსტრუქცია დაზიანებულია. გასულ კვირას ჩატარებულმა ინსპექციამ დაადგინა, რომ სადგურის დამცავი კონსტრუქცია თებერვალში დრონმა დააზიანა და ის თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

დოროთე ყურაშვილი მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას

დეკემბერი 6, 2025
43
მთავარი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მღვდელმსახურებს მოუწოდებს რომ ემსახურონ ხალხს და არა მთავრობას. “მთავრობა, რომელიც საკუთარ ხალხს წამლავს არა აქვს უფლება დარჩეს მთავრობად. ხალხს, რომლებსაც ასე წამლავენ...

დაწვრილებითDetails

სუს-მა BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტზე ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 6, 2025
78
მთავარი

სუს-მა გდდ-ს ყოფილ თანამშრომელ ლაშა შერგელაშვილზე, რომელიც BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის რესპონდენტია, ძებნა გამოაცხადა. მას ტროტილისა და ასაფეთქებელი-საბრძოლო მასალის თბილისთან გადამალვის ორგანიზებას ედავებიან. “გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ავტობანზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

დეკემბერი 6, 2025
18
მთავარი

"მეგა tv"  -ის ინფორმაციით ბათუმის ავტობანზე, ქობულეთის შესასვლელთან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და მისი ჩაქრობა თავად მოქალაქეებმა მოახერხეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დაწვრილებითDetails

1 იანვრიდან შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდება

დეკემბერი 6, 2025
353
მთავარი

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 103-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. „შინაურ ბინადარ ცხოველთა...

დაწვრილებითDetails

თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

დეკემბერი 6, 2025
20
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კ.ო. დააკავეს. პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულის მართვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

დეკემბერი 6, 2025
11
მთავარი

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის...

დაწვრილებითDetails

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

დეკემბერი 6, 2025
51
მთავარი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე ოჯახშიძალადობის ნაწილში დამნაშავედ ცნო, ხოლო საკუთრების მფლობელობის დარღვევის, ნივთის დაზიანების და დამცავი ორდერის შეუსრულებლობის ნაწილში გაამართლა. კურტანიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა...

დაწვრილებითDetails

კარგი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

დეკემბერი 6, 2025
79
მთავარი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა. მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა. „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის...

დაწვრილებითDetails

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს

დეკემბერი 6, 2025
37
მთავარი

მეცნიერებმა სახის ფილერებთან დაკავშირებული ახალი საფრთხე გამოავლინეს,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს. როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, შესაძლოა, ასეთ პროცედურას არტერიების ბლოკირება მოჰყვეს, გამოიწვიოს კანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში, მხედველობის დაკარგვა. სპეციალისტებმა ულტრაბგერითი ტექნოლოგიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».