ევროკავშირი მოლდოვასა და ბოსნიას იმ ქვეყნების სიიდან ამოიღებს, რომელთა მოქალაქეებს ბლოკის ქვეყნებში შესვლა კორონავირუსთან დაკავშირებული დამატებითი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ. ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტი, რიკარდ იოზვაკი “Twitter-ში” წერს.
“ევროკავშირის ბოსნიასა და მოლდოვას ამოიღებს რეკომენდირებული მესამე ქვეყნების სიიდან, რომელთა მიმართ ევროკავშირში მოგზაურობაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას”, – წერს ის.
2 კვირის წინ სიიდან ამოიღეს ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სერბეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა.
სია პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იცვლება. ფორმულის თანახმად, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, 14 დღეში 100 000 სულ მოსახლეზე კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 100-ს არ უნდა აღემატებოდეს.