გლდანში, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრთან” ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. დაზიანებების შედეგად მან ფეხი დაკარგა.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ამპუტაციის მიზნით დაშავებულს ოპერაცია “ქირურგიის ეროვნულ ცენტრში” უტარდება.
შინაგნ საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.