ქარი ძლიერდება – როგორი ამინდი იქნება 27-28 თებერვალს

799
ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

დედაქალაქში – თბილისში 27 თებერვალს შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ანაკლია-ფოთის მიდამოებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით შიდა ქართლში -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +7, +9 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -10, -12 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 თებერვალს ზოგან შესაძლოა მცირე თოვლი და ნისლი აღინიშნოს. 28-29 თებერვალს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა ჰაერის ტემპერატურა ღამით ზოგან -16, -18 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით +4, +6 გრადუსამდე მოიმატებს.

დაკავშირებული -პოსტები

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო

  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.

დაწვრილებით

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვეს

დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა,  ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. შანიძეს...

დაწვრილებით

20 ლარიდან 636 ლარამდე – მინიმალური ხელფასის გზა საქართველოში

97-ჯერ ნაკლებია საქართველოში მინიმალური ხელფასი საშუალო ხელფასზე და 20 ლარს შეადგენს. 1999 წლის საკანონმდებლო ჩანაწერის შეცვლას პროფკავშირები ცდილობს. მათი მიზანია მინიმალური ხელფასი 636 ლარით განისაზღვროს. რას ფიქრობს მოსახლოება, როგორ აფასებენ...

დაწვრილებით

ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი-საბა ბუაძე

ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა...

დაწვრილებით

უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” შეუტიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ "საკის" შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება. "მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო...

დაწვრილებით

ბათუმში კაცი დაჭრეს

ბათუმში კაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

დაწვრილებით

ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან-ზარქუა

"ღვინის სამშობლო გვქვია ჩვენ და იდენტიფიცირებული ვართ ღვინოსთან, ქრისტიანობასთან, მართლმადიდებლობასთან, ადათ-წესებთან, ამით ვართ საინტერესო და ამას, რომ შემილიხავ და შემიგინებ, მერე რა უფლებით ჩახვალ და რომ დაგხვდებიან სხვანაირად, რატომ უნდა...

დაწვრილებით

ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა სუს-ის ვალდებულებაა-დიმიტრი ხუნდაძე

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს, ვინც ეჭვმიტანილია იმაში, რომ ცდილობდნენ საქართველოში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტი მოეწყოთ, ვინც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ასეთი დანაშაულის პრევენცია და აღკვეთა...

დაწვრილებით

მტკვარში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტიდან მტკვარში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ძებნა-შველის ოპერაცია 13 ვლისიდან მიმდინარეობდა. კაცი სოფელ ქვახვრელთან მდინარის დინებამ გაიტაცა.  

დაწვრილებით

69 წლის შოთა კაპანაძეს ოჯახი 2 კვირაა ეძებს

ოჯახი 2 კვირის წინ ბერლინში დაკარგულ შოთა კაპანაძეს ეძებს. რა ვითარებაში და სად იკარგება 69 წლის კაცის კვალი - დეტალებზე სოციალურ ქსელში მისი შვილი ია კაპანაძე წერს. "დაიკარგა 12 ივლისს. ბერლინში ჩაფრინდა...

დაწვრილებით