საფრანგეთისა და იტალიის მოსაზღვრე რეგიონებში ქარიშხალ „ალექსს“ სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვეპრლა.
Reuters-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექებმა დასახლებული პუნქტების დატბორვა გამოიწვია. წყალმოვრდნამ ათობით სახლი და ხიდი გაანადგურა. მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სამაშველო სამუშაოებში სულ 1 000-ზე მეტი მაშველია ჩართული.
მედიის ინფორმაციით, ქარიშხლის მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს. სინოპტიკოსები უამინდობას კიდევ რამდენიმე დღე ვარაუდობენ.