”ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში” – იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე საზოგადოებას ქართული თეატრის დღეს ულოცავს.
”სრულიად ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ვულოცავ ქართული თეატრის დღეს. 170 წლის განმავლობაში მან განვითარების მრავალფეროვანი გზა გაიარა და არაერთი აღიარება მოიპოვა.
ქართულ თეატრს ყოველთვის განსაკუთრებული დანიშნულება და როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად.
იმერეთსა და საქართველოში მოქმედ ყველა სახელმწიფო, სახალხო და კერძო თეატრს, ყველა ღვაწლმოსილ თეატრალს და აღიარებულ მოღვაწეს, ახალგაზრდა თაობას, ვუსურვებ საინტერესო და სისხლსავსე შემოქმედებით ცხოვრებას, მაყურებლის სიმრავლეს, სიყვარულს და ოვაციებს.”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
საქართველოში 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.