„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა ,,საქართველოსთვის” წევრები აქციას მართავენ, კიდევ ერთი პირი დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტებს “ოცნების” ოფისის შენობაზე სტიკერის გაკვრა სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მანამდე კი, “ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული.