“ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისის კედლებზე ბერა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა დაიწყეს.
„მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებს ადგილზე ასევე მიტანილი აქვთ ბანერი “ქართული ოცნების” ლიდერების გამოსახულებით და წარწერით – “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს”.
როგორც თავად აქტივისტები აცხადებენ ისინი სტიკერების გაკვრის გამო დააკავეს.
ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია.