11 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1,56 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8646 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებაშიც. ცვლილებამ 1.79 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა.
3,44 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან, რომლის ფასი 3.6504 ლარი გახდა. ხოლო, თურქული ლირას კურსმა 8,85 თეთრი შეადგინა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.