2019 წელს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ Microsoft ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც კომპანიაში დასაქმებულებისთვის 4-დღიანი სამუშაო კვირა დააწესდა. კვლევის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის ახალი ინიციატივის შედეგად, დასაქმებულების პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა.
Microsoft-ის შემდეგ ანალოგიური სამუშაო გრაფიკი სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც დააწესეს და მათ შემთხვევაშიც, შედეგი პროდუქტიულობის ზრდა იყო.
4-დღიანი სამუშაო გრაფიკი ქართულმა კომპანიებმაც შემოიღეს. დღეის მონაცემებით ქვეყანაში უკვე 4-დღიან სამუშაო კვირაზე სამი კომპანია გადავიდა.
მეორე კომპანია, რომელიც ამ გამოწვევაში ჩაერთო, საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტია. კომპანიამ 4-დღიან სამუშაო კვირაზე 2020 წლის იანვარში გადავიდა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა, არის დიზაინერული სტუდია Studio impulse-ი, რომელიც ბრენდებისთვის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობას ქმნის.
bpn.ge