ქართველმა წყვილმა სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა
ბულგარეთში ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის (Show Dance) მიმართულებით. ქართველმა წყვილმა – აკა მოდებაძემ და გვანცა ციხელაშვილმა – ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაიკავეს, მესამე კი ბულგარელ წყვილს ერგო. ტურნირზე 11 წყვილი ასპარეზობდა.
ქართველმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად 2023 წელს გაიმარჯვა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს ქართველ წყვილს მსოფლიოს ჩემპიონობას და მათ კვლავაც წარმატებებს უსურვებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივიდან 6 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.










