საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ორი მედალი მოიპოვა.
როგორც განათლების, მეცნიერები, კულტურუსია და სპორტის სამინიტროდან იუწყებიან ბრინჯაოს მედალოსნები თბილისის №186 საჯარო სკოლის მოსწავლე ლაშა ხუციშვილი და კომაროვის სკოლის მოსწავლე საბა გოგიჩაიშვილი გახდნენ. მათი მწვრთნელები არიან ელიზბარ ელიზბარაშვილი, ვახტანგ კურცხალია, თინათინ ბუთხუზი და ნათია ოჩხიკიძე.
საფრანგეთში ქიმიის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 86 ქვეყნის 309 მოსწავლე მონაწილეობდა.