LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქართველი მსჯავდებული, რომელიც ყველაზე უცნაური გინესის რეკორდების სიაშია (+ვიდეო)

დაპოსტა 2020/02/13-ში
A A
576
ნახვა
გაზიარება

წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაურ გინესის რეკორდებს

1) წარმოშობით ამერიკელი, 21 წლის ლექსი ალფორდი, ყველაზე ახალგაზრდა მოგზაურია, რომელმაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდიც მოხსნა.

“მოგზაურობა ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს, ყოველთვის მაინტერესებდა, თუ როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, როგორია მათი ცხოვრების წესი და როგორ პოულობენ ბედნიერებას”, – ამბობს ალფორდი.

2016 წელს ალფორდმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს თითოეული ქვეყანა მოენახულებინა და მოეხსნა გინესის რეკორდი. აფორდამდე ყველაზე ახალგზარდა მოგზაური და გინესის რეკორდის მფლობელი, რომელმაც მსოფლიო 24 წლის ასაკში შემოიარა, ჯეიმს ასქუითი იყო.

ალფორდი დამწყებ მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა აქვთ გადაწყვეტილი, რამდენიმე რჩევასაც აძლევს; “ყველაფერი შესაძლებელია, ნუ გაფლანგავთ მოგზაურობისას ფულს არასაჭირო ნივთებზე, დაზოგეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მსხვერპლსაც მოითხოვს.

მსოფლიოში ნამდვილად უფრო მეტი კარგი და პოზიტიურია, ვიდრე ცუდი. თითოეული ქვეყნის მონახულების შემდეგ სწავლობ ახალ დეტალებს ცხოვრების შესახებ. მაგრამ ყველაზე მთავარი რჩევაა, ყველამ დაიჯეროს, რომ შეუძლებელი არაფერია”, – ამბობს 21 წლის მოგზაური გოგო.

2)116 წლის ქალი კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ქალბატონი. იგი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კუნძულ კიუსიუზე მდებარე ქალაქ ფუკუოკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. 1922 წელს დაქორწინების შემდეგ ოთხი შვილი გააჩინა, ერთი კი იშვილა. როგორც მოხუცებულთა თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, 116 წლის ტანაკა დილის 06:00 საათზე დგება და მათემატიკაში მეცადინეობს. მას ძალიან უყვარს სამაგიდო და ინტელექტუალური თამაშები.
კანე ტანაკამდე მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ასევე იაპონელი, 117 წლის ქალი ჩიო მიაკო იყო, თუმცა იგი გასული წლის ივლისში გარდაიცვალა.

საერთაშორისო მასშტაბით ყველაზე ხანდაზმული ადამიანების დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კუნძულოვანი სახელმწიფოს კვების ტრადიციებთან არის დაკავშირებული. იაპონიის სამზარეულოში თევზი, ბრინჯი და ბოსტნეული დომინირებს.

3)ქართველმა მსჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა გინესის რეკორდი გააუმჯობესა, მან ერთ წუთში 49 აზიდვა მოახდინა. რეკორდის დამყარების დროს ის ორ თითს ეყრდნობა
გინესის რეკორდი კუკური სალბიშვილმა ქსნის N15 დაწესებულებაში დაამყარა, ასპარეზობა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ამავე მსჯავრდებულმა 2013 წლის 19 მარტს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და შუა თითზე 17 აზიდვა შეასრულა.
მარტში დამყარებული რეკორდი შესულია აზიის რეკორდების წიგნში. მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი პირველი ქართველი პატიმარია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

4)გინესის რეკორდსმენი მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ქალი
ჰენრიეტა გრინი 1834 წელს დაიბადა და 1916 წელს გარდაიცვალა
მისი ქონება 100-დან 200 მილიონამდე დოლარს აღწევდა, რაც დღესდღეობოთ მილიარდებს უდრის. ქალს საოცარი ინტუიცია ჰქონდა ბაზარზე ფულის მიმოქცევაზე, აქციებსა და ფასიან ქაღალდებზე. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ აქციებს ყიდულობს ქალი, ოქროს ფასი ჰქონდა.
მილიონების მფლობელი ქალი ცხელ წყალსა და გათბობას არასდროს რთავდა, ყიდდა წაკითხულ გაზეთებს, არ იბანდა ხელებს, არ რეცხავდა, ჭამდა მხოლოდ ცივ შვრიის ფაფას და სუპს. შვილისთვის საოპერაციოდ ფული ვერ გაიმეტა, რაც განგრენითა და ფეხის ამპუტაციით დასრულდა.

ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელით შევიდა. ეცვა ერთადერთი გახუნებული კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. ხმარებისგან გაცრეცილ თეთრეულს კი მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როდესაც იხეოდა. ამასთან გრინის სახლში საპონიც არ ჰქონდა, რადგან არასოდეს იბანდა.

რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ ”არომატს” აფრქვევდა ქალი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა პირიდან ხახვის სუნი – ხახვს გამუდმების ღეჭავდა, ავად რომ არ გამხდარიყო. თუმცა, როდესაც აფთიაქში ვიზიტი გარდაუვალი იყო, წამლის ჩასასხმელად თავისი ფლაკონით მიდიოდა, რადგან ზედმეტი 5 ცენტის გადახდა არ სურდა.
თეთრეულს და ბავშვების ტანსაცმელს მეძველმანეებთან ყიდულობდა და თითოეულ ცენტზე გულის შეღონებამდე ევაჭრებოდა.

ასეთივე ვაჭრობას მართავდა პურის მაღაზიაში, სადაც ყველაზე გამხმარ პურსა და დაფშვნილ ნამცხვარს ყიდულობდა. ბონუსის სახით კი, ძაღლისთვის ძვალს ითხოვდა, რომელსაც პარტონის მსგავსი საშინელი ხასიათი ჰქონდა. სასადილოებში კი ნამდვილ წარმოდგენებს მართავდა: სუპში კენჭებს ყრიდა და გრანდიოზულ სკანდალს აწყობდა, რათა საფასური აენაზღაურებინათ.
მას ორი შვილი ყავდა

11 წლის ნედმა-გრინის შვილმა, ციგურებზე სრიალისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. იმის ნაცვლად, რომ შვილი ნორმალურ ჰოსპიტალში მიეყვანა. ჰენრიეტამ ეკონომიის მიზნით უპოვართა საავადმყოფოს მიმართა უფასო სამედიცინო დახმარების მისაღებად.

საავადმყოფოში ამერიკის უმდიდრესი ქალი იცნეს და უარი უთხრეს ნედს მომსახურებაზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. გრინმა შვილი სახლში წაიყვანა და თვითმკურნალობას მიჰყო ხელი, რის შედეგადაც ბიჭუნას განგრენა განუვითარდა და ფეხი მოსაკვეთი გაუხდა.
ამპუტაციის საფასური მამამ გადაიხადა, რომელმაც შემთხვევით შეიტყო შვილის უბედურების შესახებ.
ჰენრიეტა გრინი 1916 წელს აპოპლეკსიკური დარტყმით გარდაიცვალა, რძის ფასზე ვაჭრობისა და ჩხუბის დროს. მისმა ვაჟიშვილმა მემკვიდრეობა უმალვე გაანიავა, ქალიშვილმა კი ქველმოქმედებას მოახმარა თავისი წილი. ასე უღიმღამოდ დასრულდა ამერიკის უმდიდრესი ქალის ცხოვრება.

5) სკეიტბორდისტი თხა.
წარმოიდგინეთ სკეიტბორდისტი თხა. მას უპრობლემოდ შეუძლია სკეიტით სიარული

მაქსიმალური მანძილი რაც თხამ სკეიტბორდზე გაიარა შეადგენს 36 მეტრსა და 25 სმ-ს. ეს შედეგი შევიდა გინესის რეკორდების 2014 წლის წიგნში.

6)ოთხი წლის კურდღელმა, სახელად ტაავამ, ფინეთიდან, წუთში 20 ილეთი შეასრულა და გინესის რეკორდების წიგნში სამართლიანად დაიმკვიდრა ადგილი. მისი პატრონი აინო კივიკალიო ამაყობს თავისი შინაური ცხოველით და საყვარელი კურდღლის წვრთნას კვლავ აგრძელებს.
ტაავამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ტრიალი, წინაღობებზე ხტომა, ნივთების ჩამოგდება და თოკების დაღრღნა.
რაც მთავარია, მან ყველა ილეთი ერთ წუთში შეასრულა.
ტაავის წარმატება დიდი ხნის წვრთნის შედეგია და ყოველივე მომთმენი პატრონის დამსახურებაა.

გინესის მსოფლიო რეკორდები, 2000 წლიდან გინესის რეკორდების წიგნი — ყოველწლიური გამოცემა, რომელშიც მოყვანილია საერთაშორისოდ აღიარებული მსოფლიო რეკორდების სია, როგორც ადამიანის მიღწევების, ასევე ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების. თავად წიგნსაც რეკორდი უჭირავს, როგორც ყველაზე გაყიდვად საავტორო უფლებით დაცულ გამოცემათა სერიას.

თქვენ რონელმა რეკორდმა გაგაოცათ ყველაზე მეტად, გაგვიზიარეთ კომენტარებში.

გაზიარება269

დაკავშირებული -პოსტები

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

by მეგა TV
აპრილი 28, 2025
0
„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

by მეგა TV
თებერვალი 15, 2025
0
“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

by მეგა TV
იანვარი 27, 2025
0
საქართველოში 219 700 უმუშევარია – საქსტატი
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

by მეგა TV
იანვარი 3, 2025
0
მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails

დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2024
0
დღეს დაბადებული ყოველი სამიდან ერთ ადამიანს განუვითარდება დემენცია – რა ახალ რისკებზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ალცჰაიმერის დაავადების რისკის მქონე ადამიანებს სივრცითი ნავიგაცია დარღვეული აქვთ სიმპტომების გამოვლენამდე დიდი ხნით ადრე.კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Alzheimer's & Dementia. ექსპერიმენტში მონაწილეობდა 43-დან 66...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 26, 2024
0
მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი გარდაიცვალა
მთავარი

3 წლის დოგი კევინი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მაღალ ძაღლად აღიარეს, მოკვდა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება. როგორც ძაღლის პატრონმა, ამერიკელმა ტრეისი ვულფმა განმარტა, კევინი გასულ კვირას, დაუგეგმავი ოპერაციის შემდეგ...

დაწვრილებითDetails

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)

by მეგა TV
ივნისი 22, 2024
0
როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში (+ფოტო)
მთავარი

როგორი იყო ქუთაისი 1950-1970-იან წლებში. ფოტოებს ქუთაისის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმი ავრცელებს  

დაწვრილებითDetails

მთვარე 18 წლის მერე პირველად გაჩერდება

by მეგა TV
ივნისი 17, 2024
0
ამ ფენომენის ხილვის შანსი 2032 წლამდე აღარ გექნებათ – რისი ნახვა შეგიძლიათ დღეს
მთავარი

უახლოეს თვეებში დედამიწელები შეძლებენ დააკვირდნენ იშვიათ ასტრონომიულ მოვლენას - მთვარის დიდ გაჩერებას. მოგეხსენებათ, დედამიწის ირგვლივ ბრუნვის დროს, ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრს შეუძლია ჰორიზონტის მიღმა აიწიოს და ჩამოვიდეს 57 გრადუსის ფარგლებში. ყოველ 18...

დაწვრილებითDetails

ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება-ცვლილება ძალაში შევიდა

by მეგა TV
აპრილი 18, 2024
0
ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდება-ცვლილება ძალაში შევიდა
მთავარი

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 25 000 ლარიანი ლიმიტის...

დაწვრილებითDetails

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

by მეგა TV
აპრილი 5, 2024
0
ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს
ახალი ამბები

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს .მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა. რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"