გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებმა ერაყელი იუველირის გაქურდვა და საქართველოში გაქცევა შეძლეს.
ნაქურდალი ფული და ოქრო კი დამალეს ქალაქის ერთ-ერთ სამალავში.
თუმცა, ერაყში მათ დატოვეს ქართველი თანამზრახველები, რომელთა დახმარებითაც მოპარული მილიონებისა და ოქროს საქართველოში ჩამოტანას გეგმავდნენ.
საუკუნის ძარცვა სისრულეში ვერ მოვიდა. ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს.
მიაგნეს სამალავს, საიდანაც ოქრო და მილიონები ამოიღეს.