საბერძნეთში, სალონიკში 55 წლის ქართველი ქალი მოკლეს. მკვლელობა ქალის საცხოვრებელ ბინაში მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ქალი ასევე ქართველმა კაცმა მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მეზობლებს ესმოდათ ქალის ყვირილის ხმა, რომელიც კაცს ეხვეწებოდა, არ მოეკლა ის.
ქალი დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
ხმაურის გამო , პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
ასევე მეზობლების ინფორმაციით, კაცს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა გამოდიოდა.
მკვლელობაში ბრალდებული კაცი საბერძნეთის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.