LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად – რა მოხდა ზუგდიდში

დაპოსტა 2025/12/16-ში
A A
7.4k
ნახვა
გაზიარება

ის რაც სამეგრელოს გუბერნატორმა, დავით ვერავამ ბალდელ დედებთან იკადრა, ამაზე ვერაგული და ბინძური განზრახვა ცოტა გექნებათ გაგებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები მოიყვანეს ბალდელ დედებთან საჩხუბრად და დასაპირისპირებლად. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე სიმონია წერს. სამოქალაქო აქტივისტი ყველა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები გუშინ საღამოს ზუგდიდში, მას შემდეგ რაც ბალდელი დედები გუბერნატორთან შესახვედრად ჩავიდნენ.

“ღია ცის ქვეშ 17 ღამე გაათენეს დედებმა. აქედან, ერთი კვირის მანძილზე სამეგრელოს გუბერნატორს შეხვედრის ჩანიშვნას სთხოვდნენ ღამენათევი და გაყინული ქალები. თუმცა ამ დროის მანძილზე, მისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ.
გუშინ დედები ადგნენ, ბალდიდან ზუგდიდამდე 90 კმ. გაიარეს და კიდევ იქით ჩააკითხეს რწმუნებულს – საჯარო შეხვედრის მოთხოვნით. პასუხად ისევ შეურაცხყოფა მიიღეს, პრობლემის მოგვარება კი არა, თქვენ შოუს დადგმა გინდათ, ამიტომ შეხვედრაზე არანაირი ვიდეო ჩანაწერი არ დაიშვებაო.
დედების სიმართლეს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს და გუბერნატორსაც ალბათ სახლში მოუნდა წასვლა, პროვოკატორები მოიყვანეს ოფისში. საღამოს 8 საათი იყო უკვე დაწყებული შენობაში ორი ძალიან გამომწვევად მოსაუბრე ქალბატონი რომ შემოუშვეს. (მეორე და მესამე ფოტოზე) დედების გვერდზე დასხდნენ და გაირკვა, რომ ზუსტად იცოდნენ ვინ იყვნენ ბალდიდან ჩამოსულები. ამტკიცებდნენ დავით ვერავა შესანიშნავი ადამიანიაო.
გარეთ სხვები დააყენეს ჩხუბის ასატეხად (მე-4 ფოტოზე) და ხალხის დაპირისპირება სცადეს. ღამენათევი, დაკნინებული, აბუჩად აგდებული და შეურაცხყოფილი ბალდელი დედების წასვლისთანავე ფოტოებზე აღბეჭდილი ქალები ეგრევე დაიშალნენ. დავით ვერავა კი, ასე დაემალა და გაექცა ბალდიდან ჩამოსული დედების თავდადებასა და სიმართლეს.

ბევრნაირი ბოროტება მინახავს და გამიგია, მაგრამ მსგავსი იშვიათია – გაწამებულ, დაღლილ, გათოშილ და ფეხებდასიებულ ქართველ დედებს ასე უღირსად, ასე არაქართულად დახვდე და მოექცე, თან ასეთი თანამდებობის პირი. ამ ჩინოვნიკებმა ან რა სიკეთე უნდა მოუტანონ ხალხს და ქვეყანას?!” – წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია.

ცნობისთვის, ბალდელი დედებნა გუშინ მე-17 ღამე გაათენეს ღია ცის ქვეშ, წვიმასა და ყინვაში, მათი მოთხოვნაა დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონის კორუფციული სქემით დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განაცხადოს.

ბალდაში პროტესტი თითქმის 800 დღეა გრძეკდება. „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიას, ე.წ. ინვესტორს, ატრაქციების მოსაწყობად მიცემული ვადა ორი კვირაა ამოეწურა. ბალდის მოსახლეობა ითხოვს, 40 წლიანი იჯარის ხელშეკრულება მთლიანად გაუქმდეს, კანიონი ხელუხლებელი დარჩეს და ხალხს დაუბრუნდეს.

გაზიარება2946

დაკავშირებული -პოსტები

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ქალზე ძალადობისა და მუქარის ბრალდებით სამართალდამცავი დააკავეს
მთავარი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ორი პირია დაკავებული - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადაიღეს და ინახავდნენ დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოჩანაწერს, რომელიც სოციალური...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
ქუთაისის მერია შერვაშიძის ქუჩის რეაბილიტაციისათვის ტენდერს აცხადებს
მთავარი

ქ. ქუთაისში დაგეგმილია გ.შერვაშიძის ქუჩაზე გზის საფარის აღდგენის, ღვარსადენის ქსელის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, ტროტუარებისა და საინაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის ქუთაისის მერიამ  646`509 ლარი გამოყო.  NAT260005078 სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 120...

დაწვრილებითDetails

“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
“სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა” – რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭზე ლაგოდეხში
მთავარი

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 26 წლის სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ავა­რია სო­ფელ ჭა­ბუ­კი­ა­ნის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სოსო აბ­რა­მიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი "ფორ­დის" მარ­კის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ტრან­სპორ­ტი მო­ცურ­და...

დაწვრილებითDetails

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2 წლის ბავშვი ელემენტის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა - ინფორმაციას ტელეკომპანია "გურჯაანი" ავრცელებს. "გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 წლის ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა. ოჯახმა სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართა, თუმცა ექიმებმა პატარის გადარჩენა...

დაწვრილებითDetails

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

18-19 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი   18-19 მარტს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი მსოფლიო ბირჟებსა და საქართველოში

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 019 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.50%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

რა დაჯდება 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟება

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
-15 ქულა და ჯარიმა 2000 ლარი – მნიშვნელოვანი ცვლილებები მძღოლებისთვის
მთავარი

აქციზის გადასახადი 6 წლამდე ავტომობილებისთვისაც იზრდება - ამას ითვალისწინებს „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ქართული ოცნების წევრებმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს. ცვლილებების თანახმად, განბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ახალი ლიფტების მონტაჟისთვი 71 სადარბაზოში იგეგმება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
მთავარი

ქალაქ ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ძველი ლიფტების დემონტაჟის და ახალი ლიფტების მონტაჟის სამუშაოები იგეგმება. სამუშოაბისათვის ტენდერი უკვე  გამოცხადებულია NAT260005081. მერიამ  სამუშაოების შესრულებისათვის  6`387`115 ლარი გამოყო.  ლიფტების შეცვლა დაგეგმილია 71 სადარბაზოში:

დაწვრილებითDetails

ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

by მეგა TV
მარტი 17, 2026
0
ცოლზე ძალადობისთვის ტყიბულის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს
მთავარი

ოჯახი ცეკვის პედაგოგს 13 წლის გოგონას მიმართ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს - როგორც დაზარალებული არასრულწლოვნის ბიძამ, "პირველებს" უთხრა, შემთხვევა სეკაკში, გუშინ მოხდა. კაცი ამტკიცებს, რომ მასწავლებელმა სკოლის მოსწავლე დარბაზში მოტყუებით მიიყვანა და სექსუალურად...

დაწვრილებითDetails

იმერეთში „წითელი ნუსხაში” შეყვანილი წაბლის ჩეხვის ფაქტი დადსტურდა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 17, 2026
0
იმერეთში „წითელი ნუსხაში” შეყვანილი წაბლის ჩეხვის ფაქტი დადსტურდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში, ობჩასა და საწაბლეში მოქალაქეებს ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"