ქუთაისში მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ „მზეჭაბუკის“ დაბრუნებას ითხოვენ. ჟურნალისტის ხვიჩა ვაშაყმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომსაც საზოგადოების გამოხმაურება მოჰყვა.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გტავაზობთ:
“სულ ვკითხულობ სად წაიღეს შესანახად ცხენზე ამხედრებული მზეჭაბუკის ფიგურა, რომლიც დიდების მომორიალის წინ იყო აღმართული. თავის დროზე თქვეს, რომ შეინახეს. იმედია მართლაც სადმე არის და არ გადაუდვნიათ. იქნებ ფლობდეს ვინმე ინფორმაციას. მერაბ ბერძენიშვილის ეს ნამუშევარი ქალაქის ნებისმეირ მოედანს დაამშვენებდა:(” – წერს ხვიჩა ვაშაყმაძე
პოსტს სოციალურ ქსელში ბევრი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ჟურნალისტი და ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დათო ლიკლიკაძე:
“მე ვფლობ უტყუარ ინფორმაციას. ბერძენიშვილის სახელოსნოშია, აღდგენილი, გამზადებული და არის ქუთაისის საკუთრება. მეც მინდა დაიდგას სადმე”, – აცხადებს ლიკლიკაძე.
ცხენზე ამხედრებული ჭაბუკის ქანდაკება ქუთაისის „საბრძოლო დიდების მემორიალის“ წინ იდგა და მემორიალის დემონტაჟამდე 2009 წელს აიღეს.