ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა სამოქალაქო ფრენები შეაჩერა. ამის შესახებ აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული.
აეროპორტის ხელმძღვანელობამ მოქალაქეებს სთხოვა, საჰაერო სადგურში მისვლისგან თავი შეიკავონ.
ტელეარხი Tolo News იუწყება, რომ აეროპორტი საზოგადოებას მოუწოდებს, მოედანზე არ შეიჭრნენ, რათა ძარცვა აიცილონ თავიდან. ამჟამად აეროპორტიდან სამოქალაქო რეისები არ სრულდება.
გარდა ამისა, აღინიშნება, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა კომერციული ფრენაც შეჩერებულია.