აშშ-მა ქაბულიდან სამხედრო პერსონალის გაყვანა დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონი მოქალაქეების და მშვიდობიანი მოსახლეობის ორკვირიანი საევაკუაციო პროცესის შემდეგ, ქაბულის აეროპორტში განთავსებული სამხედროების გაყვანის პროცესს იწყებს.
ამჟამად ქაბულის აეროპორტში ოთხი ათასზე ნაკლები სამხედროა დარჩენილი.
პენტაგონის განცხადებით, გასულ ღამეს დრონებით განხორციელებული დაბომბვისას, “ისლამური სახელმწიფოს” ორი წევრი მოკლეს, რომლებიც ქაბულის ტერაქტის ორგანიზებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი.
საევაკუაციო პროცესი 31 აგვისტოს უნდა დასრულდეს.