10 ოქტომბერს 16:00 სთ-ზე ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველომსვლელობას და გამოფენას გამართავს ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მხარდაჭერით ქ. ქუთაისში აღმაშენებელზე, ას საფეხურიან კიბესთან.
დღის მთავარი მოწოდებაა : გავერთიანდეთ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის!
საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 79 ათასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული,თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემების მქონეთა მხოლოდ 2/3 არ მკურნალობს.
კვლევებმა კი აჩვენა, რომ ამ ადამიანთა 70% მკურნალობაზე უარს დისკრინიმაციის და „სულიერად დაავადებულის“ იარლიყის მიკერების შიშით ამბობს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ამერიკული კუთხე, ორგანიზაცია ,,იდენტობა“, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი, World Vision მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორის წარმომადგენლები.