მალიში ფრანგი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მაქსიმე ბლანკო ფრანგული არმიის წარმომადგენელი, მალის საზღვართან, ბურკინაფასოში იყო გადაყვანილი. მისი მისია საეჭვო სამხედრო ჯგუფის განეიტრალება იყო, რომელიც დრონმა აღმოაჩინა.
სამინისტროს განცხადებით სამხედრო სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა, თავად სნაიპერი კი მოკლულია.
საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მათ დასავლეთ აფრიკაში შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი მოკლეს.