წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფ. ახატნის მცირე ეკლესიაში, რომელიც ამჟამად მოქმედი არაა ვიღაც პიროვნებამ საცხოვრებელი მოაწყო. ინფორმაციას დეკანოზი ილია ჭიღლაძე ავრცელებს.
„თვალი არ გატყუებთ, ეს უმსგავსობა წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სოფ. ახატნის მცირე ეკლესიაში ხდება. კომპლექსში ორი ეკლესიაა, არცერთია მოქმედი, მცირე ეკლესიაში (ფოტოზე მარცხნივაა) კი ვიღაცამ საცხოვრებელი მოიწყო”, – წერს დეკანოზი ილია.
დეკანოზი ილიას თქმით, ფოტოები 2021 წელსაა გადაღებული. უცნობია ვინაა შესახლებული მიტოვებულ ტაძარში.