ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 38 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით 6 აპრილს გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ფოთში, ამჟამად თვითიზოლაციაში 9 და კარანტინში 9 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„დღეს 4 ადამიანი გადავიყვანეთ კარანტინში. ესენი არინ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული სატვირთო მანქანების მძღოლები, 35-დან 50 წლამდე ასაკის. მათ სიმპტომები არ აღენიშნებათ, უბრალოდ, ოჯახში არ ჰქონდათ იზოლაციიისთვის საჭირო პიირობები და მეტი სიფრთხილისთვის ზუგდიდის საკარანტინო სივრცეში გადავიყვანეთ. ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში 9 და კარანტინშიც 9 ადამიანი გვყავს. თითოეულ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.
საქართველოში კორონავირუსისგან 39 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5 056 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.