სამეგრელოში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში თანამშრომელმა თავი ჩამოიხრჩო.
დაახლოებით 60 წლამდე ასაკის კაცი გარდაცვლილი მერიის თანამშრომლებმა იპოვეს. ისინი მთავარ არხთან საუბარში ამბობენ, რომ გარდაცვლილმა თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.