ფინეთის პრემიერმინისტრმა პეტერი ორპომ ჰელსინკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ გადაწყვეტილება ძალაში ოთხშაბათს გვიან ღამით, 30 ნოემბრიდან შევა. ცნობილია, რომ სასაზღვრო პუნქტი 30 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე დაიხურება. მიზეზი კი ქვეყანაში რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდაა.
ცნობისთვის, ფინეთის მთავრობამ 18 ნოემბერს, შაბათს, ღამით, რუსეთთან საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო, ოთხი საგუშაგოს დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.