ძიუდოისტი, ბიზნესმენი, არაერთი პრიზის მფლობელი, წიგნების ავტორი და უბრალოდ კარგი ქუთაისელი , რომელმაც ერთხე უკვე სულის სიმტკიცით სიმსივნე დაამარცხა და ახლა მორიგი რაუნდი აქვს ვერაგ დაავადებასთან მეგობრის ოლიმპიური ჩემპიონის გადარჩენისთვის იღწვის:
,,დილა მშვიდობისა ეხლა 9.27 წუთია, ვერც წარმოიდგენთ, რა კარგი ყოფილა ,ემოციის გულიდან ამოღება და დაკიდებული ტვირთიდან განთავისუფლება. წარმოიდგინეთ დაუჯერებელი მოხდა , წყნარი ძილიც კი დამიბრუნდა ,რაც ძალიან დიდი ხანი არ მქონია. დღეს მესამე დღეა , რაც ღია საუბრები დავიწყე, დავიწყე ყოველდღიური ჩემი, ადამიანის რომელმაც ერთი სიმსივე დაამარცხა და ეხლა მეორის დასამარცხებლად ემზადება, ცხოვრების ღიად ჩვენება. დღეს უამრავი საქმე მაქვს. ერთ ერთი ძირითადი ბანკში მისვლა და ანგარიშის გახსნაა, ჩემი მეგობარი ოლიმპიური ჩემპიონისათვის რომელსაც ჩემზე მეტად ტკივა ეხლა ,რომელიც გუშინ დილით სიკვდილს ხელებიდან წაართვეს ჩაჩავას კლინიკაში. მე მორიგი სიმსივე უნდა დავამარცხო და ამასაც შევძლებ მაგრამ , იცოდეთ ჩვენს ცოცხალ ლეგენდას ჩემზე მეტად უჭირს, ფეხებზე მკიდია ჩემი ოპერაცია, კარდაკარ ვივლი მისი გულის გადასანერგი ფული რომ შევაგროვო . მან უნდა იცოცხლოს !! ეს ყველა ქართველის ვალია!!! ქართველთა სიდიადე ერთურთის თანადგომაშია ,ასე რომ მჯერა, მარტო არ ვიქნები ამ საქმეში . მეიმედებით და მიყვარხართ ქართველები !”_წერს შერმადინ ბესო მიქელთაძე.
megatv.ge ასევე გაგაცნობთ საბანკო ანგარიშის ნომერს, რომელიც გასაჯაროვდება.
კაზრეთის მეორე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
კაზრეთის მეორე სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, შოთა მაჩაიძის, გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.