ფიქტიურ რეფერენდუმს არ აქვს ლეგიტიმაცია და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ბუნებას არ ცვლის, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
„ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.