,,სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები – მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა” – ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, მეტრომანის სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად.