კომპანიას მოვუწოდებ უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნას პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი – ამბობს ბავშთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას და აღნიშნავს რომ ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკის მიმართ სასამართლო დავის დაწყებაზე ფიქრობს.
მას შემდეგ რაც, თემო ჭოლაძემ თვალის კლინიკაში თავისი პოზიცია დატოვა, კომპანიამ ბანერებს, რომლებზედაც ექიმი იყო გამოსახული სტიკერები გადააკრა.
“მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ მისმა მამამ ნახა ჩემს ბანერზე სმაილი, თავიდან მეგონა რომ ხუმრობდა. მე და ჩემი მეგობარი წავედით ბანერის სანახავად, მიუხედავად იმისა რომ 50-50-ზე იყო შანსი, რეალურად რაღაც ყოფილიყო ბანერზე, მაინც ჩავთვალე რომ არ იქნებოდა, იმდენად დაუჯერებელი იყო რომ ასეთ რამეს ვინმე გააკეთებდა. როდესაც ბანერი დავინახე, ძალიან იმოქმედა ფსიქოლოგიურად, რომ წარმოვიდგინე ეს ენახა დედაჩემს, რომელიც არ იქნებოდა შემზადებული წინასწარ.
მიუხედავად იმისა რომ მივიღე უამრავი მესიჯი, ზარი, კომენტარი, გაზიარება და ერთშიც არ არის უაყოფითი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ყველას დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთის, პიროვნულად იმ წუთას ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე. წარმოიდგინე ხალხი დადის, მთელი წელი ხედავს შენს პოსტერს და უცებ ასე არის ყველაფერი, ეს არის ადამიანის დაცინვა, აგლახავება, შეურაცხყოფა, ეს არის პროფესიონალის შეურაცხყოფა. ვფიქრობ, ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამ ეტაპზე ისიც საკმარისია რომ საზოგადოებამ გასცა ამას პასუხი. მე არ მაქვს რევანშისტული განწყობა ამ კომპანიის მიმართ, მე ჩემი ნებით დავტოვე ეს კომპანია და ვფქირობ, რომ მაქვს უფლება ვიმუშაო სხვა კომპანიაში, რომესაც ვთვლი რომ, ჩემი პროფესიონალური განვითარებისთვის იქნება უკეთესი. ვთვლი რომ დამსაქმებლებმა არ უნდა მიგვიჩნიონ საკუთრებად
კომპანიას მოვუწოდებ უსწრაფეს ვადებში ჩამოხსნას პიროვნების შეურაცხმყოფელი ბანერი.” – ამბობს ბავშთა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას.
თემო ჭოლაძემ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
“არასოდეს არავისთვის მითხოვია ჩემი პოსტის გაზიარება, მაგრამ… ხალხო, თუ თქვენთვის ოდნავ რამეს წარმოვადგენ, გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი! უმნიშვნელოვანესი მომენტია ახლა ჩემს ცხოვრებაში და როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა.
ჩემმა ყოფილმა დამსაქმებელმა შეურაცხმყოფელი პოსტები არ იკმარა და უფრო შორს წავიდა. პიროვნების შეურაცხყოფა საჯაროდ, მთელი ქალაქის თვალწინ გადაწყვიტეს, ლაფში ამომსვარეს და თავზე გადამიარეს. შეურაცხყოფილი ვარ როგორც პიროვნება და როგორც პროფესიონალი . მინდა ამ კლინიკის ხელმძღვანელობას საჯაროდ მივმართო, სასწრაფოდ ჩამოხსნას შეურაცხმყოფელი პოსტერები!!! ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic” – წერს სოციალურ ქსელში ბავშვტა ოფთალმოლოგი თემო ჭოლაძე.
პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“აი, რა დონის სასაცილოდ ქაჯური, არაპროფესიონალური და სამარცხვინო მიდგომაა
ამ “სმაილის” გადაკვრა გუნდის ყოფილი წევრის ბანერზე ამტკიცებს 3 რამეს:
1. ადეიშვილის თვალის კლინიკას არ აქვს იმის ტრაკი, რომ ახალი ბანერები დაბეჭდოს და გააკრას, სადაც გუნდის ახალ წევრს გამოაჩენს;2. არ ჰყავთ გუნდის ახალი ღირსეული წევრი, ვინც დაიმსახურებდა ბანერზე მიკვრას და ძველზე დაბოღმილებმა ეს მოიფიქრეს3. ამ სასაცილო სიბანძის მომფიქრებელ და განმხორციელებელ ოფთალმოლოგიურ კლინიკას, თვალი მთვარიდანაც არ უნდა დაანახოს ადამიანმა
აი, თემო შენ რა განერვიულებს, ეგ არ მესმისთანამშრომლის წასვლას, რომელიმე კომპანიის იმიჯი ასე გაეფარჩაკებინოს, პირველად ვნახე
ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic ყველას ვისაც ქუთაისში ვიცნობ, პირადად გავაფრთხილებ, რომ თქვენ კანტორაში არასდროს შემოაღონ კარი! თქვე საბრალო პელენწუკებო მართლა” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანტონ თათვიძე.
“კლინიკამ ყოფილი თანამშრომელი, ბანერიდან “სმაილით” დამალა … როცა არც ბიზნესის კეთება იცი, არც ადამიანობა გაქვს და უბრალოდ ფული ჩაგივარდა” – წერს ჟურნალისტი ნიკა საჯაია.
“ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic სსრკ-ში ვართ? რეებს აკეთებთ?”
“არასოდეს გვქონია ურთიერთობა,როგორც ექიმს და პაციენტს,უბრალოდ ვიცი როგორი ადამიანია და ამ უმსგავსობას,რომ არ გამოვეხმაურო არ შემიძლიაეს რაც ხდება თემო ჭოლაძე თქვენზე გადავლა კიარა და საკუთარი თავის უვიცობის და დაბალი ზნეობის გამოვლინებაა.ეს არ არის ერთი ადამიანის გადაწყვეტილება და ვისაც კი გეთქმოდა და არ თქვით შემდეგი თქვენ იქნებით.ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკა • L. Adeishvili Eye Clinic სამარცხვინო” – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.
“გადავწყვიტე დავტოვო კლინიკა ჩემსა და კლინიკის ხელმძღვანელობას შორის შეხედულებებში აცდენის გამო. ეს არ არის სპონტანური ან ემოციებით მიღებული გადაწყვეტილება. ყველას ვუსურვებ წარმატებებს. მადლობა.” – წერდა თემო ჭოლაძე სოციალურ ქსელში.