LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“არ დანებდეთ” – ვეტერანმა სპორტსმენმა სიმსივნე მეორედ დაამარცხა

,, თავი უნდა შევიკავოთ ბორიალისაგან”_ბესო შერმადინ მიქელთაძე ხელისუფლებას ჩრდილოეთის საზღვრის ჩაკეტვას თხოვს

დაპოსტა 2020/03/15-ში
A A
399
ნახვა
გაზიარება

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი სამბოში და არაერთი წიგნის ავტორი შერმადინ ბესო შერმადინ მიქელთაძე სოციალურ ქსელში რუსეთიდან მომდინარე საშიშროებაზე წრს, რომელიც ახალი კორონა ვირუსის გავრცელებას ეხება. არის მოსაზრება, რომ რუსეთი დაინფიცირებულთა რაოდენობას მალავს, საავადმყოფოები გადავსებულია და  სიტუაცია მძიმეა.

გთავაზობთ გამოქვეყნებულ სტატუსს სრულად:

,,მინდა ხელისუფლებას ვთხოვო სანამ დროა ჩაიკეტოს რუსეთი , რუსეთში სრულიად უკონტროლო სიტუაციაა კორონავირუსთან დაკავშირებით.
იქედან ძალიან დიდია ვირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროება.ეს საქართველოსათვის უკვე სასისოცხლოდ აუცილებელია.
რუსეთს სხვა ბევრი უბედურება ელის ახლო მომავალში, ეყოფა ისიც რაც მას მოელის. რუსეთს საკუთარი სავალუტო რეზერვი წელიწადსაც არ ეყოფა სახარჯავად. რუსეთმა ვითომ იტიპა და მიატოვა მოლაპარაკებების მაგიდა ვენაში.  ნავთობის გაუფასურებით მხოლოდ ამერიკელი, კანადელი და ევროპელი მომხმარებელი ხეირობს, სანავთობის შემოსავალი დოლარებში არ შეცვლიათ არც საუდიტებს, არც კუვეიტს და არც ყატარს, მათ საკუთარი შემოსავალი ნავთობის მოპოვების გაზრდის ხარჯზე გაზარდეს და დააბალანსეს. საუდიტებს თავისუფლად შეუძლიათ ნავთობის მოპოვების 20 მილიონ ბარელზე აყვანა თვიურად , ისევე სხვებს, ისინი არაფერს კარგავენ სადოლარო შემოსავლებში , პირიქით იძენენ.  ომი რელურად დაიწყო ევროპის სანავთობო ბაზრის ასაღებად და რუსეთის იქედან განსადევნად, ბოლო ხუთი დღეა მომავლის კონტრაქტებს 25 დოლარად ყიდის ეს სამი ქვეყანა და რუსეთს გრამი ბარელი ნავთობი არა აქვს გაყიდული, ეხლა შელს მიადგნენ, რომელიც ევრიპაში რუსეთის ნავთობის უდიდესი შემსყიდველია და მას თავაზობენ მომავლის ნავთობს 10-15 პროცენტით ნაკლებად ვიდრე რუსები აწვდიან. იგივეს უკეთებენ რუსეთს გაზთანაც დაკავშირებითაც, რეალურად დიდი გადანაწილება დაიწყო. პუტინი მისსავე ხასიათზე გამოიჭირეს ამერიკელებმა და ეხლა ბოლომდე უსრულებენ,თან სხვისი ხელებით.

ამ ყველაფერს დაამატეთ სრულიან უკონტროლო სიტუაცია რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებით და იქ ღიად მოსალოდნელი ეპიდემია. რა დაემართება რუსულ რუბლს , ძნელი საფიქრალი აღარააა, ის ბუშტივით გასკდება, ვინაიდან მის სიმყარეს რუსეთში შესული ნავთობდოლარები განსაზღვრავდა და განსაზღვრავს. აშშ მთავრობა როგორც წესი კრიზისებისას ფულს ბეჭდავს, ეხლაც დაბეჭდავს 1.5-2 ტრილიონ დოლარს მსოფლიო ეკონომიკის გადასარჩენად. წინა კრიზისისას 2008 წელს შვეულმფრენებით ყრიდნენ ამერიკელები ფულს ბანკებში და საფინანსო ორგანიზაციებში, დარიგებას რომ ვერ ასწრებდნენ. შესაბამისად არც ეხლა გაუჭირდებათ ფულის დაბეჭდვა და მისი სესხად დარიგება. იგივეს გააკეთებს ევროპის ცენტრალური ბანკი, ისინი ევროს დაბეჭდავენ და სესხად გაუშვებენ. ამერიკელები და ევროპელები ხომ მილიარდ დოლარსა და ევროს 50 ათას დოლარად ბეჭდავენ და შემდეგ მას მილიარდ დოლარად და ევროდ ყიდიან ამ უბრალო ქაღალდებს, სესხებათ არიგებენ მისი პროცენტებიანად. მსოფლიოში რაც ხდება ,ეს ჯერ მშრალ ომს წააგავს სადაც რუსეთი ჩანს დასაძირად ბოლომდე განწირული , დაახლოებით იგივე მეთოდით, რომლითაც სსრკ დაშალეს , უბრალოდ ეხლა პანდემიაც დაუმატეს. რუსეთმა ამ სიტუაციაში, გადასარჩენად ომი უნდა დაიწყოს ,რათა მსოფლიო წესრიგი შეცვალოს, სხვაგვარად ის განწირულია. კითხვა ჩნდება სად უნდა დაიწყოს რუსეთმა ომი ? ბუნებრივია სამყაროს წესრიგის შესაცვლელად რუსეთმა ევროპა უნდა აიღოს. ევროპა კი ამერიკამ გატენა სამხედრო ტექნიკით, თან ისე რომ თითსაც ვერ დააკარებს,თან პამდემიაა მსოფლიოში . ჯარისკაცების საომრად გაყრა ეხლა მათ სიკვდილს ნიშნავს, ეს სისულელეა. ომის დაწყება უფულოდ , პანდემიის დროს , თან უფრო ძლიერთან სრული იდიოტობაა, მეორე მსოფლიო ომი თუ მოიგო რუსეთმა მაშინ მას ზურგს ფინანსურად და ტექნოლოგიურად ამერიკა უმაგრებდა, გაიხსენეთ ლენდლიზი. დღეს კი პუტინი მისი კრეტინიზმის და მეფობანას თამაშის გამო ხაფანგში მოაქციეს. ასე რომ საინტერესო ჯერ კიდევ წინააა. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. მთავარი ეხლა ჩვენი ერთობაა ამ ვირუსის დასაძლევად, ვირუსი ხალხს გადააქვს მისით არ დასეირნობს. ამიტომ მეტ ნაკლებად თავი უნდა შევიკავოთ ბორიალისაგან

თეგები: ბესო მიქელთაძევირუსირუსეთისაზღვრის ჩაკეტვა
გაზიარება170

დაკავშირებული -პოსტები

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
მთავარი

საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. მან ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

დაწვრილებითDetails

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში მარლონ მორაესი დაამარცხა

by მეგა TV
ნოემბერი 15, 2026
0
მერაბ დვალიშვილი სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებას მოახმარს
მთავარი

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა. მერაბი თავდაპირველად 0:2-ს მარცხდებოდა, შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა. მერაბის ანგარიშზე RAF-ში 3 გამარჯვება...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, შოთა ყიფიანს, პავლე გოცირიძესა და დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დავით ფეიქრიშვილის მიმართ...

დაწვრილებითDetails

“ვაკვირდები, როგორ მიგყავთ პროცესი და გული მიკვდება” – ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
როდის იქნება კარვები, სად დავდგებით, როდის დავდგებით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი სიურპრიზად მიიღებს – ფაქტების და მტკიცებულებების ზღვა მოედინება- ელენე ხოშტარია
მთავარი

მინდა პირდაპირ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს - ლავროვის შვილი რომ კახეთში „გულაობდა“ სპეცრაზმს ამოფარებული, გავრილოვის სკამში ჩასმამ რატომ არ მოგაყენათ შეურაცხყოფა? ხარებამ რატომ არ შეგაწუხათ, როდესაც სიაზე ლაპარაკობდა, „ამ სიით უნდა...

დაწვრილებითDetails

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ტრაილერი გადაბრუნდა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახალციხე-ბორჯომის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილების ინფორმაციით, სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. მძღოლმა მცირე დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე...

დაწვრილებითDetails

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი 5-წლიან პატიმრობაში გაუშვეს
მთავარი

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელი სპეცრაზმელი ხუთწლიან პატიმრობაში გაუშვეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადეს, მაგრამ პროცესზე არ ყოფილა არც ლევან ხაბეიშვილი და არც მისი ადვოკატი. უფლებადამცველმა...

დაწვრილებითDetails

მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თავისუფლების მოედნის მეტროში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. NEWS.On.ge-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი 22 წლისაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სამტრედიაში კაცი მოკლეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ მამაკაცის...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 14, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"