პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციამ გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივასთან ერთად, რუსული კანონის დაბრუნებაზე, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაც გააპროტესტა,
ტერმინ რუსული კანონის გამოყენებას ხატია დეკანოიძისა და ალეკო ელისაშვილის მხრიდან “ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
შელაპარაკება სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარების განმუხტვას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები ცდილობდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მიკროფონის გათიშვით დაემუქრა ყველას, ვინც “რუსულ კანონს” ახსენებს.
საკანონმდებლო ორგანოში ამ წუთებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე მსჯელობენ. მომხსენებელი “გირჩის” დეპუტატი, სანდრო რაქვიაშვილია.