უკრაინის ქალაქ უმანში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 მდე გაიზარდა მათგან 4 ბავშვია.
ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იგორ ტაბურცის თქმით, 14-საათიანი სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში 23 გარდაცვლილი იპოვეს, მათ შორის 2009, 2012 და 2021 წლებში დაბადებული ბავშვები. საცხოვრებელ კორპუსში 46-დან 27 ბინა სრულად განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი გამთენიისას დაბომბეს.