უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს, რომ უკრაინულმა ბორტმა ავღნეთიდან გამოიყვანა უკრაინის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ბელარუსის მოქალაქეები. მას საქართველოს მოქალაქეები არ უხსენებია.
“ახლა ისინი უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს და ვეხმარებით სხვებს. შემდგომი მოთხოვნის შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც შევძლებთ, უკრაინელების და უცხოელების დასახმარებლად”. – წერს კულება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ავღანეთიდან ევაკუირებულია 80 ადამიანი.