უკრაინაში მსუბუქძრავიანი სპორტული თვითმფრინავი კერძო საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ინციდენტი ივანო-ფნაკოს ოლქში მოხდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაღუპულია 4 ადამიანი.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.