აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რუსეთის საგარეო უწყების საპასუხოდ ამბობს, რომ მათი განცხადების სერიოზულად აღსაქმელად რუსეთმა ჯერ საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს.
როგორც აშშ-ის ელჩი ამბობს, რუსეთთან დიალოგისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არსებობს.
“ასეთი ტიპის გზავნილები რუსეთის მხრიდან ქართველებს ადრეც მოუსმენიათ, თუმცა, იმისთვის, რომ ეს განცხადება სერიოზულად აღვიქვას საქართველომ, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა, პირველ რიგში, თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან. სხვა მხრივ, ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი დეზინფორმაციის გავრცელებისა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება და გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები ამ რეგიონებში.
დიალოგისთვის და ასეთი საკითხების გადასწყვეტად არსებობს მექანიზმი, ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების საერთაშორისო ფორმატი და ამ ფორმატში მოლაპარაკების გამართვა კეთილსინდისიერად იქნება ნაბიჯი ამ საკითხების მოსაგვარებლად. ეს არის ის ძირითადი წინაპირობა, რის გარეშეც ასეთ საკითხებზე ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიღება”, – განაცხადა კელი დეგნანმა.