ავიაკომუნიკატორი თამუნა თანდაშვილი, რომელიც Covid-19-ითაა ინფიცირებული, სოციალურ ქსელში კლინიკაში არსებულ მდგომარეობაზე წერს.
ის სთხოვს ყველას აიცრან და თავს გაუფრთხილდნენ, რადგან სამკურნალო დაწესებულებებში სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არაა.
“არავის ჭკუის დამრიგებლად არ გამოვდგები, მიყვარს სიცოცხლე და მინდა ჩემს გარშემოც სიცოცხლე ჩქეფდეს.
ვიბრძვი გადარჩენისთვის!
დავბლოკე შიშები, დამინული ბომბები, ნერვიული აშლილობა.
ბევრად იმაზე სუსტი ვარ ვიდრე თქვენ გგონიათ, მაგრამ მოდის დიდი ენერგია. რამდენი კეთილი სიტყვის ადამიანი ხართ, როგორ მეხმარება ეს სიკეთე. როგორი მადლობელი ვარ თქვენი.
იცოდეთ:
-რეანიმაციაში უმეტესწილად არიან აუცრელი პაციენტები
– ახალი შტამი არის ვერაგი, უცბათ მძიმდება
– ექიმების მონდომებით და ყურადღებით ოდნავ უკეთ ვარ
– ლაპარაკი არ შემიძლია ჯერ კიდევ
– არ გაშინებთ, უბრალოდ არ მოხვდეთ აქ
გთხოვთ აიცერით“, -წერს თამუნა თანდაშვილი.