2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით საჯარო განხილვები გრძელდება. ამჯერად საკონსტიტუციო განხილვა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. საკონსტიტუციო კანონპროექტები ადგილობრივებს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გააცნო. განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა, ნულოვანი ბარიერით ჩატარდებას ტვალისიწნებს . ოპოზიცია კი არჩევნების 3%-იანი ბარიერით ჩატარებას და საარჩევნო ბლოკების დაშვებას ითხოვს. შეხევედრაზე ასევე მნიშვნელოვნად დადგა ამომრჩევლის გააქტიურების საკითხი. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ გარკვეული საჯარიმო სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც კი ისაუბრა. ამომრჩევლის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა პოლიტიკოსმა გიორგი ახვლედიანმა .
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მაისს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, ავჭალაში და მიმდებარე ტერიტორიაზე; 27 მაისს 12:00-დან 14:00 საათამდე...