”უახლოეს მომავლში დაიწყება წყალტუბოს გენერალური გეგმის შემუშავება” ამის შესახებ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.
”წყალტუბოს პროექტი საქართველოს მასშტაბით არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. უახლოეს მომავლში დაიწყება გენერალური გეგმის შემუშავება. გეგმა საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ წყალტუბოს ყოველ წერტილში რა განვითარების საშუალებაა , რისი შეთავაზება შეგვიძლია ინვესტორებისთვის . თქვენ იცით რომ ქუთაისის აეროპორტის გაფართოების ფაზა დასასრულს უახლოვდება და დაახლოებით ერთ ნახევარჯერ გაიზრდება აეროპორტის გამტარუნარიანობა მგზავრების თავლსაზრისით . ასვე მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ, კიდევ ერთი ეკონომიური ოპერატორი შემოვიდა ეს არის ”რაინეარი” და ჯამში დაახლოებით 30 რეისი სრულდება უკვე ქუთაისიდან სხვადსხვა მიმართულებით . ეს არის კიდევ უფრო მეტი ჩამომსვლელი ადამიანები, ეს არის მეტი კავშირი ევროპასთან, მეტ სავაჭრო პარტნიორთან, რაც კიდე უფრო გააუმჯობესებს ეკონომიკურ კლიმატს იმერეთში” – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.