რეგულაციების მოხსნა და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნება – ამ მოთხოვნებით ხვალ ქუთაისში აქცია გაიმართება.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ უარი უნდა ეთქვას შერჩევით სამართალს.
“საქართველოს ხელისუფლება კოვიდ რეგულაციებს და კარანტინის პირობებს იყენებს თავის საკეთილდღეოდ და არა პანდემიიდან გამომდინარე, ჩვენ კი შეზღუდული გვაქვს სრულფასოვანი გადაადგილების უფლება.
ოკუპანტი რუსეთის მეხოტბე პოზნანს სრულ კომფორტს სთავაზობს ჩვენი ხელისუფლება და ამით კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რაოდენ დაკარგული გვაქვს ჩვენ,ქართველებს ფასი ამ მთავრობისთვის.
ვითხოვთ,რეგულაციების მოხსნას და ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებას.” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქცია ქუთაისის მერიასთან 5 საათზე დაიწყება.