LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უარი სისტემას თუ უარი უპასუხისმგებლო თანამშრომელს – რა გახდა გოგი ჭელიძის შსს-ში სამსახურის დატოვების მიზეზი

უარი სისტემას თუ უარი უპასუხისმგებლო თანამშრომელს – რა გახდა გოგი ჭელიძის შსს-ში სამსახურის დატოვების მიზეზი

დაპოსტა 2019/11/27-ში
A A
607
ნახვა
გაზიარება

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს თანამშრომელმა გრიგოლ ჭელიძემ პროტესტის ნიშნად პოლიციის რიგები დატოვა.

როგორც გოგი ჭელიძე ”მთავართან” საუბრისას აცხადებს მან  უარი თქვა აქციის მონაწილეების დარბევაზე:

“500 ლარს გვიხდიდნენ პრემიის სახით, აქციის დარბევის შემთხვევაში. “მაინტერესებს, იმ 500 ლარით, რომელიც მაკო გომურის თვალის დათხრის გამო გადაიხადეს, რა უყიდეს პოლიციელებმა შვილებს?!” – განაცხადა გოგი ჭელიძემ ”მთავრათან” საუბრისას.

სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გამოეხმაურა ფაქტს და დაწერა:

„მან უარი თქვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევაზე და უწყება დატოვა“.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც, გოგა ჭელიძის ოჯახი და ახლო ნათესავები, მათ შორის ბიძა და ბიცოლა ლალი პაპიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან.

რა მოხდა რეალურად, გაათავისუფლეს, თუ თავად დატოვა პატრულის რიგები გრიგოლ ჭელიძემ?- ინფორმაცია „პრაიმტაიმმა“ შსს-ში გადაამოწმა.

როგორც უწყებაში განმარტეს, გრიგოლ ჭელიძე, სისტემატურად აცდენდა სამსახურს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.

„იმერეთის მთავარი სამმართველოს მეორე განყოფილების (ხევის) პატრულ – ინსპექტორი გრიგოლ ჭელიძე, სისტემატურად აცდენდა სამსახურს და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა არც ერთხელ წარმოუდგენია.

გრიგოლ ჭელიძე საპატრულო პოლიციაში 2011 წლიდან მუშაობდა, მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული სხვადასხვა ხელმძღვანელის მიერ გამოცხადებული დისციპლინარული სასჯელი-საყვედურის და სასტიკი საყვედურის სახით.

გრიგოლ ჭელიძემ ერთ-ერთი მორიგეობის დროს, ხელმძღვანელის გაფრთხილების გარეშე მიატოვა სამუშაო ადგილი და საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ უშუალო უფროსს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

ბოლო საყვედური გრიგოლ ჭელიძემ 2019 წლის 18 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის დირექტორისგან მიიღო. მან ხელმძღვანელობა შეცდომაში შეიყვანა რომ დაკარგული ჰქონდა სამსახურებრივი მოწმობა. ის 25 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლდა.

მნიშვნელოვანია, რომ გრიგოლ ჭელიძე თბილისში ან საქართველოს სხვა რეგიონში საპროტესტო აქციების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით არც ერთხელ არ ყოფილა მივლენილი. მათ შორის არც 20 ივნისის საპროტესტო აქციის დროს“,- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება276

დაკავშირებული -პოსტები

“მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას” – ანდრია ჯაღმაიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სახელმწიფოს მხრიდან ეს არის შემოთავაზება, თავაზიანობის აქტი, რომელიც გულისხმობს საკონსტიტუციო ჩანაწერით ეკლესიის სტატუსის გაძლიერებას – ანდრია ჯაღმაიძე
მთავარი

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს, - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

დაწვრილებითDetails

“თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპულ არქიტექტურაში” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროპაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპამაც შეინარჩუნოს საკუთარი ტრადიციული ღირებულებები. ამ თვალსაზრისით, გარკვეულ ნეგატიურ ტენდენციებსაც ვხედავთ, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და იმ უარყოფით ტენდენციებს,...

დაწვრილებითDetails

ქურდობისა და პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობისა და მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტების გატაცების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო...

დაწვრილებითDetails

კასპის მუნიციპალიტეტში კაცი დაჭრეს

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში კაცი დაჭრეს. თანასოფლელების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი თანასოფლელებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა. დაჭრილი კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრაში...

დაწვრილებითDetails

პენსიონერი ცოლ-ქმარი ქონებრივი დავის გამო ჩაცხრილეს – დაკავებულია ერთი პირი

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

პენსიონერი ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

12 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +17 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღეს შესაძლოა მოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდეს, განსაკუთრებით პროფესიულ საქმიანობაში. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააუმჯობესებს. კურო ფინანსური საკითხები ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა ხარჯების დაგეგმვა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 12, 2026
0
ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა
მთავარი

ცნობილია თბილისში მოკლული ცოლ-ქმრის ვინაობა - გამოძიება ორი მუხლით დაიწყო თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, გერ­მა­ნუ­ლი ჰოს­პიტ­ლის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთი კორ­პუ­სის ლიფტ­თან მკვლე­ლო­ბა მოხ­და. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია 60 წლამ­დე ცოლ-ქმა­რი. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით...

დაწვრილებითDetails

თბილისში ცოლ-ქმარი ჩაცხრილეს

by მეგა TV
ნოემბერი 11, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

თბილისში, ბარათაშვილის სანაპიროზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ირკვევქ - მოკლულია პენსიონერი ცოლ-ქმარი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, სახლში მიმავალ ცოლ-ქმარს სადარბაზოში, ლიფტში ორი ნიღბიანი პირი შეჰყვა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. როგორც "პირველებს"...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"