“…კიდევ ერთი სათნო ადამიანი და პროფესიონალი დააკლდა ჩვენს ქალაქს – მარინა რუხაძე-ჭავჭანიძე
…რამდენი წელი ერთად ერთ გუნდში სიკვდილთან ბრძოლაში
და უამრავი სხვისი სიცოცხლის გადამრჩენელი კი მორჩილად დანებდი მუხთალ ბედისწერას და ღრმა რწმენით გასხივოსნებული ისედაც სპეტაკი სული ნაადრევად მიაბარე უფალს
…ნათელი და სუფევა ჩვენი მეორე ოჯახის კიდევ ერთ სამუდამო სევდად ქცეულო მარინა ექიმო
…”
“მარი
ჩემო თბილო და ერთგულო მეგობარო, როგორ მიჭირს შენზე წარსულზე საუბარი
დედამიწაზე ანგელოზი იყავი. სიყვარულის, სიკეთის და ერთგულების მაგალითი. ჩვენ ერთად ვებრძოდით ვერაგ დაავადებას. როგორ მჯეროდა, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდებოდა. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები. შეხვედრამდე ჩემო
“
ზესტაფონის მერი და მოადგილე კლინიკაში არიან – ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას?
ზესტაფონის მერის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე შეასრულებს. ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა ფეხზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც საავადმყოფოში მკურნალობს. ასევე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მისი მოადგილე მალხაზ შერგელაშვილი. აღნიშნულ შემთხვევამდე...