თავდაპირველად, ალბათ ტყუილი იყო იმის თქმა – რომ რუსულ არმიას, არ ჰქონდა შემართება და საომარი განწყობა, ბოლო ბოლო, იმპერიული ბოდვა – წლებია, თავებში აქვთ ჩაკვეხებული და უკრაინა, მისი გული, კიევი – წარმოადგენდა მათთვის აღთქმულ მიწას
რა თქმა უნდა – ძლიერმა წინააღმდეგობამ და სერიოზულმა დანაკარგებმა – საგრძნობლად დასწია საბრძოლო სულისკვეთება დამპყრობლის არმიაში, თუმცა – ეს მაინც, არ და ვერ იყო საკმარისი ფაქტორი, რადგან, ომი გრძელდებოდა და წინ იყო კიდევ გადამწყვეტი ბრძოლები…
ყველაზე დიდი მორალური დარტყმა, რუსულმა არმიამ – მიიღო, სამხედრო კრეისერ “მოსკვას” ჩაძირვით
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს იყო ერთეული, ძლიერი სიმბოლური და სამხედრო დანაკარგი …
არამედ, უკვე შეუქცევადად დადასტურდა და გამოჩნდა – უკრაინული არმიის შეიარაღების და ტექნოლოგიური აღჭურვილობის თვალსაზრისით, მზარდი უპირატესობა რუსულ არმიაზე.
პუტინმა, გარდა ბირთვული არსენალისა – ყველა ტიპის იარაღი გამოიყენა უკვე უკრაინაში და უკრაინული არმია, სწორედ ამგვარ ბრძოლებში გამოიბრძმედა მტერთან პირისპირ – აღარაფერი წარმოადგენს უკრაინული არმიისთვის – სამხედრო სიურპრიზს.
რუსულ არმიას კი, ტოტალური პანიკური შიში დაეუფლა, რადგან, ყოველ ჯერზე, უკრაინული არმია, სულ უფრო და უფრო დახვეწილ, მაღალ-ტექნოლოგიურ იარაღს ითვისებს და გამოცდის ბრძოლაში
მოულოდნელობის ეფექტი და იარაღის სიმძლავრის მომცველობითობა – არაპროგნოზირებადს ხდის, უკრაინული არმიის დამრტყმელ ძალას, ეს კი მტერს, აპრიორი ანადგურებს ფსიქოლოგიურად.
პუტინს, კიდევ აქვს იმედი, რომ უკრაინა, არ არის სათანადო შეიარაღებით მომარაგებული და რომ, არმიის წინააღმდეგობას გატეხს საბოლოოდ.
იმას, რაზეც უკრაინელები არ საუბრობენ ღიად და უფრო პირიქით, მოისაკლისებენ ხოლმე – სინამდვილეში, მათი ყველაზე ძლიერი მხარეა.
უკრაინული არმია – მზად არის ყოველმხრივ.
თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა, “მოხალისეები” და არა მხოლოდ – ნამდვილ რისხვად იქცევა მტრისთვის ბრძოლის ველზე.
მერე არკვიოს პუტინმა – სად და რა ვითარებაში მოასწრო და აითვისა უკრაინულმა არმიამ – თანამედროვე იარაღი.
მტერი – დამარცხდება სრულად და უპირობოდ.
ლევან კალმახელიძე.