ტყიბულში 30 აგვისტოს მეშახტის დღეს აღნიშნავენ. კომპანია „საქნახშირის“ ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ტყიბულში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქნახშირიდან“ აცნობეს.
მათი ცნობით, ღონისძიებები 11:00 საათიდან დაიწყება, 18:00 საათზე კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება.