ტყიბულში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ღამით, ტყიბულის შესასვლელთან მოხდა. სავარაუდოდ, მკვლელი მას ელოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 20-ჯერ ესროლეს. მიყენებული ჭრილობებით მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.