“ტურნე შედგა და ჩვენი თეატრის ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება როგორც დიდი წარმატება” – აცხადებენ მესხიშვილის თეატრში, რომელმაც ბელორუსიასა და ლიეტუვაში გასტროლები წარმატებით დაასრულა.
“დასრულდა მესხიშვილის თეატრის ტურნე ბელორუსიაში და ლიეტუვაში. რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა, აღფრთოვანებული ბელორუსი და ლიეტუველები არ იშურებდნენ აპლოდისმენტებს, პირად ურთიერთობებში აღფრთოვანებას ჩვენი სამსახიობა ოსტატობის მიმართ. ტურნე შედგა და ჩვენი თეატრის ისტორიაში აუცილებლად ჩაიწერება როგორც დიდი წარმატება, ეს კი სტიმულია იმის, რომ შემდეგში უფრო დიდი მაშტაბების დასაპყრობად მოვემზადოთ. მადლობა ყველას ვინც მხარში გვედგა მორალურად და ფიზიკურად. მადლობა ბელორუს და ლიეტუველ მაყურებელს, მადლობა ჩვენს მეგობრებს ამ ქვეყნებიდან, მადლობა ჩვენს ელჩებს ამ ქვეყნებში, მადლობა ტურნეში მონაწილე ყველა წევრს, მადლობა განათლების სამინისტროს რომელმაც მოგვცა საშვალება და შევძელით ამ ტურნეში გასვლა, მადლლბა ჩვენს ქალაქს და მუნიციპალიტეტს გვერდში დგიმისთვის, მადლობა ჩვენი თეატრის თითეულ წევრს მორალური მხარდაჭისათვის” – აცხადებენ ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში.
“ქუთაისისა და კაუნასის თეატრები გაერთიანებულნი არიან მეგობრობითა და ღირებულებებით” – ამ სათაურებით გამოქვეყნეს მასალები მესხიშვილის თეატრის შესახებ ლიეტუვას მედია სააგენტოებმა.
4-15 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრი პირველად გაემგზავრა მიემგზავრება საგასტროლო ტურნეში ორ ქვეყანაში. თეატრმა სპექტაკლები ბელორუსიაში ქალაქი მინსკში და ლიეტუვაში, ქალაქი კაუნასში წარადგინა.
მესხიშვილის ტეატრის მსახიობებმა ჰაროლდ პინტერისა და ვაცლავ ჰაველის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ ორ მოქმედებიანი დრამა ,,DUPLET”, ჟერალდ სიბლეირასის ორ მოქმედებიანი სპექტაკლი აბსურდის ელემენტებით ,,ქარი ქრის ვერხვებში”, ფლორიან ზელერის ერთ მოქმედებიანი კომედია ,,სიმართლე” წარადგინეს.
გასტროლების ფარგლებში მინსკსა და კაუნასში ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ფოტონამუშევრების გამოფენები მოეწყო.