LIVE TV
სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ტრეფიკინგის ფაქტისა და სისტემატური ფიზიკური ძალადობის გამო დაკავებულია ერთი პირი

დაპოსტა 2021/03/13-ში
200
ნახვა
გაზიარება

ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში, რუსეთის ფედერაციის მოაქალაქის მიმართ გამოვლენილი ტრეფიკინგის ფაქტისა და სისტემატური ფიზიკური ძალადობის გამო, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბრალდებულმა ჯ.ნ.-მ, 2019 წელს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია და  საცხოვრებლად სათანადო პირობებს დაჰპირდა.

“მიუხედავად დაპირებისა, ჯ.ნ.-მ მასთან სამუშაოდ მისულ ა.ფ.-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე  ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა,  აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ჯ.ნ. 11 მარტს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ  მას ბრალდება 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, რამაც  დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია)  წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა სცადა- რას წერს ბერძნული მედია

დეკემბერი 16, 2025
0
მთავარი

მძიმე დანაშაული სალონიკში: ქართველმა მამაკაცმა პარტნიორის დახრჩობა არასრულწლოვანის თანდასწრებით სცადა – რა დეტალებს აქვეყნებს ბერძნული მედია? სა­ლო­ნიკ­ში, ამ­პე­ლო­კი­პის რა­ი­ონ­ში მომ­ხდა­რი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებს, ბერ­ძნუ­ლი მე­დია შო­კის­მომ­გვრელ...

დაწვრილებითDetails

მაშანტაჟებდნენ – ილია თოფურია განცხადებას ავრცელებს

დეკემბერი 16, 2025
30
მთავარი

UFC-ის ორგზის ჩემპიონმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ბოლო პერიოდში მისი პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებზე საუბრობს, რამაც მისი თქმით, ხელი შეუშალა 2026 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასა და ტიტულის დაცვაში. ორგზის ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ქართველ მებრძოლ ქალზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

დეკემბერი 16, 2025
55
მთავარი

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ უკრაინის მხარეს მებრძოლ 28 წლის ქართველ ქალს, ნინო კახნიაშვილს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მანქანა გატეხეს

დეკემბერი 16, 2025
60
მთავარი

ანი ხუციშვილი: ქუთაისში, აღმაშენებლის 142-თან გატეხეს მანქანა. ამოღებულია ჩანთა, რაშიც დევს აუცილებელი საბუთები, თანხა და პასპორტი!!! ჩანთა არის შავი ფერის ბრენდი-miumiu. იქნებ იპოვოს ვინმემ და მოგვაწოდოთ საბუთები და პასპორტი!! ძალიან...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები 1977 წელს დაბადებული ე.ქ. 1982 წელს დაბადებული მ.უ. და...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, ვინ გათავისუფლდება ტრანსპორტის მართვის უფლების შეჩერებისგან, ერთჯერადად

დეკემბერი 16, 2025
5
მთავარი

საკანონმდებლო ცვლილებით, პირი ერთჯერადად გათავისუფლდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებისგან, რომელსაც აღნიშნული სამართალდარევა 2025 წლის 10 დეკემბრამდე აქვს ჩადენილი . კერძოდ, უქმდება ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს...

დაწვრილებითDetails

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი გაიზარდა – “საქსტატი”

დეკემბერი 16, 2025
95
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „საქსტატის“...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

დეკემბერი 16, 2025
51
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ი.კ. და 2005...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

დეკემბერი 16, 2025
15
მთავარი

რთული მეტეოროლოგიური პირობების, ინტენსიური თოვის, ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და  საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე გააძევეს

დეკემბერი 16, 2025
2
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».