ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მეზობელს სახლის სახურავის გაკეთებაში ეხმარებოდნენ. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
ახლობლები აცხადებენ, რომ მეზობლის სახლის სახურავიდან ჯერ შვილი და შემდეგ კი მამა ჩამოვარდა. ახლობლების თქმით, 61 წლის მემედ ჯინჭარაძემ შვილის ჩამოვარდნის გამო, სავარაუდოდ გულის შეტევა მიიღო.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის ლოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.