“ტორპედო”-ს გულშემატკივრები საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ. მათ გუნდისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ემოციურად გამოხატეს. „ტორპედო ქართული ფეხბურთის გულია“- განაცხადეს ფანებმა. ტორპედოში უკვე რამდენიმე თვეა ფინასური კრიზისია. გუნდი ფეხბურთელების ნაწილმა და მთავრმა მწვრთნელმა დატოვეს. მერია ახალ ინვესტორს ეძებს, როგორც ამბობენ მიმდინარეობს მოლაპარაკება იტალიელ ინვესტორთან და პასუხი 3 თებერვლისათვის გაირკვევა. გუნდის ადმინისტრაციამ, ფეხბურთელებმა და ფანებმა კი გუშინ პრესკონფერენცია გამართეს და აქციების სერია დაანონსეს. ისინი შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მერიას აკისრებენ და მათგან რამდენიმე თვიანი ლოდინის საზღაურად რეალურ შედეგს ითხოვენ. თუკი ტორპედოსათვის ახალი ინვესტორი არ მოიძებმა ის სუპერ ლიგიდან მეოთხე მოყვარულთა ლიგაში გადავა.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.