ტორპედოში ფეხბურთელები აღარ დარჩა – ამის შესახებ ტორპედოს პრესსამახურის უფროსმა ედო ბადალაშვილი განაცხადა. მან იტალიელ ინვესტორებსა და კლუბის კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანის შესაძლებლობებზე ისაუბრა:
“2-ში ან 3-ში ელოდებიან იტალიელი ინვესტორების ჩამოსვლას, გვაქვსო გეგმა “ბ”-ეცო, მაგრამ ამ გეგმაზე ჯერ არ გვესაუბრებიან.რაღაც თანხას იტალიელები გაისტუმერბენ, რაღაც ვალები ჩაჩავამ აღიარა. გუშინ ხელი უნდა მოეწერათ კონტრაქტს, მაგრამ იტალიელებმა პირობა შეცვალეს, არა მმართველობით, არამედ საკუთრებაში უნდათ. ბაზაზე სეზონი დასრულდა დაახლოებით 1 თვეა, ბაზა დაკეტილია, უფრო მეტიც გუნდში აღარ არიან ფეხბურთელები, რამდენიმე ფეხბურთელი ვინც იყო დარჩენილი კაპიტნის მეთაურობით უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტის გაწყვეტას, “ტორპედოში” ფეხბურთელი არ არის. დავალიანებას ამ ეტაპზე ქუთაისის მერია არ დაფარავს. შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” გულშემატკივრები დღეს ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას შეხვდნენ.”